„დაზარალებული ოჯახი მოითხოვს დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას და ოჯახი ბოლომდე თვალყურს მიადევნებს აღნიშნულ პროცესებს არა მხოლოდ სასამართლოში, არამედ შემდგომ, სასჯელის მოხდის პერიოდშიც, რომ არ მოხდეს ისეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევები, როგორიც არაერთხელ ვიხილეთ, ვგულისხმობ პირობით ვადამდე გათავისუფლებას, შეწყალებას და ა.შ.“
მირიან ნიკოლაძე – ადვოკატი, გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძა
ნიკოლაძემ პრესკონფერენციაზე საზოგადოებას გააცნო გიორგი შაქარაშვილის ოჯახის პოზიცია პროკურატურის შუალედურ ანგარიშთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლისსამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო. გამოძიების მტკიცებით ეს ხუთი პირია: ვახტანგ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი და 2 არასრულწლოვანი.