ახალი ამბები მთავარი სამართალი

რა კითხვებს უპასუხა კომიუსიურმა ექპერტიზამ შაქარაშვილის საქმეზე, რის საფუძველზეც დაკავებულებს ბრალი დაუმძიმდათ

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე კომისიური ექსპერტიზის შუალედური ანგარიში გასაჯაროვდა, რომელმაც გამოძიების 8 შეკიTხვას უპასუხა.

გამოძიებამ ექსპერტიზის ბიუროს 14 კითხვით მიმართა, რომელთა შინაარსიც ძირითადად გულისხმობს, რა ვითარებაში შეეძლო მიეღო აღნიშნული დაზიანებები გიორგი შაქარაშვილს. დღეის მდგომარეობით პასუხი 8 კითხვას აქვს გაცემული. სწორედ ამ კითხვებზე პასუხი გახდა საფუძველი, დაკავებულებისთვის ბრალი დაემძიმებინათ.

რაც შეეხება ექსპერტების წინაშე დასმულ კითხვებს, გამოძიება კონკრეტულად დაინტერესდა, რა ვითარებაში შეეძლო მიეღო დაზიანებები გიორგი შაქარაშვილს.

იხილეთ კომისიური ექსპერტიზის დასკვნა.

პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 5 პირს განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუმძიმდა. გამოძიებამ აღნიძნული გადაწყვეტილება სასამართლო სამედიცინო კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მიიღო. პროკურატურამ ასევე გაასაჯარობა ვიდეომასალა, რომელიც 19 ივნისის ღამეს მომხდარ ინციდენტს ასახავს.

ამ დროისთვის საქმეზე დაკავებულია 17 პირი. ბრალდებულების ნაწილის წინასასამართლო პროცესი უკვე ჩატარდა და მოსამართლემ ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვა. მორიგი სასამარტლო პროცესი აგვისტოში გაიმართება.

შეგახსენებთ, 22 ივნისს მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. 10 ივლისს გიორგი შაქარაშვილის პირველი ექსპერტიზის პასუხი გახდა ცნობილი, რომლის თანახმადაც, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ გიორგი შაქარაშვილს სხეულზე სიცოცხლის დროინდელი 12-მდე დაზიანება ჰქონდა.

იტვირთბა....