“ჩანთასთან მიმართებით დანიშნულია შესაბამისი საექსპერტო კვლევები, აქედან გამომდინარე კონკრეტულად ვისთან ჰქონდა ამ ჩანთას შემხებლობა, რომელმა პირმა მოათავსა ის იქ, სადაც იქნა აღმოჩენილი, ამ კითხვებზე ზუსტი პასუხის გაცემა შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, რაც დასრულდება საექსპერტო კვლევები.”
ამირან გულუაშვილი – პროკურორი
ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე ამირან გულუაშვილმა დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლისსამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო. გამოძიების მტკიცებით ეს ხუთი პირია: ვ. ჩ., ა. ქ. ზ.ხ., ა. გ. ნ. რ.
ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.