aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

“შეიცვლება ხელისუფლება და ირაკლი შოთაძით დაწყებული ,მირიან ნიკოლაძით დამთავრებული ყველა გამყალბებელი წავა ციხეში!” – ელისო კილაძე

“როგორც მოსალოდნელი იყო,შაქარას მკვლელობის საქმეზე ბრალი მხოლოდ ქამრის მგზავრებს დაუმძიმდათ,ჩაირბინა,გაეკიდნენ,სცემეს,წყალში გადააგდეს ვერსიით! ნიკა ჟვანიას უშველა ასკანელმა ძმამ,ნათლია გოჩამ ! შეიცვლება ხელისუფლება და ირაკლი შოთაძით დაწყებული ,მირიან ნიკოლაძით დამთავრებული ყველა გამყალბებელი წავა ციხეში!”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ელისო კილაძე – “ქრონიკა+” – ის რედაქტორი

სოციალური ქსელი

შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ, დღეს, 11 აგვისტოს, შაქარაშილის საქმესთან დაკავშირებით, საზოგადოებას გამოძიების შუალედური ანგარიში წარუდგინა.

უწყების ცნობით, გაქცევისას, გიორგი შაქარაშვილი ორივე მხრიდან მოექცა თავდამსხმელებს შორის, რამაც მას მოუსპო თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა, რის შემდეგაც, სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რამაც გამოიწვია მისი გარდაიცვალება.

უწყება, გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე ვიდეოს ასაჯაროებს.

გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

იტვირთბა....