aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ადამიანი გადააგდეს წყალში და ჩანთა დაენანათ?” – სანაია შაქარაშვილის საქმეზე

“როცა ადამიანს კლავენ და ამ ფაქტის დამალვა უნდათ, მტკიცებულებას შეგნებულად ტოვებენ ხოლმე გამოსაჩენ ადგილზე, მოდით მალე დამიჭირეთო ? ჩანთას ვგულისხმობ. ადამიანი გადააგდეს წყალში და ჩანთა დაენანათ?”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ვახო სანაია – ჟურნალისტი

სოციალური ქსელი

აღნიშნული განცხადებით, სანაია შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, პროკურატურის შუალედურ ანგარიშს ეხმაურება.

როგორც სანაია წერს, საქმესთან დაკავშირებით შკითხვები ისევ არსებობს.

შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ, დღეს, 11 აგვისტოს, შაქარაშილის საქმესთან დაკავშირებით, საზოგადოებას გამოძიების შუალედური ანგარიში წარუდგინა.

უწყების ცნობით, გაქცევისას, გიორგი შაქარაშვილი ორივე მხრიდან მოექცა თავდამსხმელებს შორის, რამაც მას მოუსპო თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა, რის შემდეგაც, სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რამაც გამოიწვია მისი გარდაიცვალება.

უწყება, გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე ვიდეოს ასაჯაროებს.

გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

იტვირთბა....