ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მეცოტავება ის 13-დან 17 წელი, რომელიც შაქარაშვილზე თავდამსხმელებს მიესადაგებათ წარდგენილი მუხლით” – გრიგოლია

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რითაც პროკურატურის ბრიფინგს ეხმაურება.

გრიგოლია აცხადებს, რომ მისთვის ცოტაა 13-დან 17 წელი, რომელიც ფეხბურთელზე თავდამსხმელებს მიესადაგებათ წარდგენილი მუხლით.

“პროკურატურის ბრიფინგს ვისმენდი შაქარაზე. როგორ მეცოტავება ის 13-დან 17 წელი,რომელიც მასზე თავდამსხმელებს მიესადაგებათ წარდგენილი მუხლით. ბავშვი უმოწყალოდ ცემეს და მდინარეში გადააგდესო. ვერ ვინელებ ამ საყვარელი ბავშვის ტრაგედიას. ასე არც ერთი, ჩემთვის უცნობი ადამიანის გარდაცვალება არ მიდარდია. Tamuna Shalvashvili Shakarashvili Anni -წარმომიდგენია,რა მძიმეა და რამხელა ტკივილია ამ ყველაფრის მოსმენა თქვენთვის. კიდევ ერთხელ მიიღეთ ჩემი სამძიმარი. ღმერთმა გაგაძლიეროთ და ნათელში გიმყოფოთ ანგელოზი შაქარა!” – წერს გრიგოლია.

უწყების ცნობით, გაქცევისას, გიორგი შაქარაშვილი ორივე მხრიდან მოექცა თავდამსხმელებს შორის, რამაც მას მოუსპო თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა, რის შემდეგაც, სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რამაც გამოიწვია მისი გარდაიცვალება.

შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ, დღეს, 11 აგვისტოს, შაქარაშილის საქმესთან დაკავშირებით, საზოგადოებას გამოძიების შუალედური ანგარიში წარუდგინა.

უწყება, გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე ვიდეოს ასაჯაროებს.

გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

იტვირთბა....