aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი

ლევან კობერიძე „ლელოში“ გაწევრიანდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ლევან კობერიძე „ლელო საქართველოსთვის“ წევრი გახდა. პარტიის ახალი წევრი პარტიის ლიდერებმა, მამუკა ხაზარძემ და ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს დღეს წარუდგინეს.

“ლევან კობერიძე “ლელოს” წევრი გახდა . ლევანი დღეს შემოუერთდა “ლელოს” და გახდა მისი წევრი” – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

კობერიძის თქმით, დღეს ქვეყანას სჭირდება ახალი და ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი.

„მე ვაკვირდებოდი ამ გუნდს დიდი ხანია და „ლელოს“ მხრიდანაც მიმდინარეობდა ჩემზე დაკვირვება. ჩვენ გვაქვს ღირებულებითი ერთობა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ, თითოეული მოქალაქის უკეთესი ცხოვრებისთვის,“ – ამბობს კობერიძე.

ცნობისთვის, ლევან კობერიძემ გასული წლის პირველ მაისს საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა და ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი გახდა. ამასთან, ივნისში ალეკო ელისაშვილმა, ლევან იოსელიანმა, ანა დოლიძემ და ლევან კობერიძემ ახალი პლატფორმის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

იტვირთბა....