ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

თეთრ სახლთან სროლის გამო, დონალდ ტრამპი ბრიფინგიდან დაცვის თანამშრომლებმა გაიყვანეს

თეთრი სახლის გარეთ სროლის გამო, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა ბრიფინგის გახსნისას დარბაზიდან გაიყვანეს.

მოგვიანებით, როცა ტრამპი დარბაზში დაბრუნდა, განაცხადა, რომ გასროლა ნამდვილად მოხდა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ინციდენტის შემდეგ ერთი პირი კლინიკაში გადაიყვანეს.

„თეთრი სახლის გარეთ გასროლა მოხდა. ახლა ყველაფერი კონტროლის ქვეშაა. სროლა ნამდვილად იყო, ვიღაც კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც ჩანს, ერთ პირს საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა ესროლეს“, – განაცხადა ტრამპმა პრესკონფერენციაზე დაბრუნების შემდეგ.

იტვირთბა....