„ამ ხნის განმავლობაში კარგი გამოცდილება დაგროვდა, რომელიც დაგვეხმარება გაცილებით სწრაფად გადავლახოთ ეს ვითარება. მინდა აღვნიშნო, რომ საზოგადოება ცოტა მოდუნდა, იმან, თუ როგორ ვუმკლავდებით კოვიდს გააჩინა განცდა, რომ თითქოს ვირუსი გაქრა და აღარ არსებობს, ამის გამო პატარ-პატარა კერები ჩნდება. ვითარება კონტროლს ექვემდებარება, სწორედ იმისთვის, რომ სიტუაცია კონტროლიდან არ გაგვექცეს ამიტომ ხდება რეგიონების მიხედვით მკაცრი ზომების მიღება, იმედი გვაქვს, რომ მესტიის მუნიციპალიტეტს ეს ვითარება არ გასცდება.”
სოზარ სუბარი – რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი.
ამის შესახებ მან „ქრონიკაში“ განაცხადა.
შეგახსენებთ, დაბა მესტიაში, ლენჯერსა და უშგულში შეზღუდვების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მესტიაში კორონავირუსის 17 შემთხვევა გამოვლინდა.