ახალი ამბები მთავარი

“სვანეთში განთავსების ობიექტებთან და სასტუმროებთან პირდაპირი კონტაქტი გვაქვს დამყარებული” – ქვრივიშვილი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, სვანეთში განთავსების ობიექტებთან და  სასტუმროებთან პირდაპირ კონტაქტია დამყარებული. ამის შესახებ ქვრივიშვილმა მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ  ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მაქსიმალურ ყურადღებას გამოიჩენენ სვანეთში შიდატურისტული მიზნით მყოფი მოქალაქეების მიმართ.

“მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სვანეთში განთავსების ობიექტებთან, სასტუმროებთან პირდაპირი კონტაქტი გვაქვს დამყარებული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაქსიმალური ყურადღება გამოვიჩინოთ სვანეთში შიდატურისტული მიზნით მყოფი მოქალაქეების მიმართ. მოვუწოდებთ ყველას, დარჩნენ იმ სასტუმროებში, სადაც ისინი არიან განთავსებულები. დამსვენებლებს მოვუწოდებთ, მაქსიმალური კონტაქტი ჰქონდეთ უშუალოდ იმ სასტუმროს წარმომადგენლებთან, ვისთანაც სტუმრად არიან და ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს 144,” – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მესტიის რაიონში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო საკარანტინო რეგულაციები და შედღუდვები დაწესდა. 

იტვირთბა....