მთავარი

“მოვითხოვთ ნაცმოძრაობის აკრძალვას”

ქუთაისში ნაცმოძრაობის ოფისს თავს დაესხნენ

ქუთაისში,  “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან გამართული საპროტესტო აქციის რამდენიმე მონაწილე პარტიის ოფისში შეიჭრა.  ერთ-ერთი მონაწილე დაკავებულია.  დემონსტრანტებმა მანამდეც რამდენჯერმე სცადეს “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში შეჭრა, თუმცა, ადგილზე მობილიზებული სამართალდამცავები მათ ამის უფლებას არ აძლევდნენ. საბოლოოდ, რამდენიმე პირმა მაინც მოახერხა ოფისში შეღწევა, პოლიციამ მათ იქაურობა უკვე დაატოვებინა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ უნდა შეწყდეს “ნაციონალური მოძრაობის” ძალადობა საზოგადოებაზე, “ნაციონალური მოძრაობა“ კი, როგორც პარტია, არ უნდა არსებობდეს.

“ჩვენ მივალთ საკონსტიტუციო სასამართლომდე და მოვითხოვთ ნაცმოძრაობის, როგორც პარტიის აკრძალვას…” – აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.

იტვირთბა....