ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მესტიის მუნიციპალიტეტში გარკვეული რეგულაციების დაწესება იგეგმება

მესტიაში, სადაც კორონავირუსის 17 შემთხვევა დაფიქსირდა, გარკვეული რეგულაციების დაწესება იგეგმება – ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, კონკრეტულ გადაწყვეტილებას უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მიიღებს.

„გადაუდებელი დახმარების და ეპიდემიოლოგიური სამსახურები მობილიზებულია სრულად. ადგილზე იმყოფება ხუთი ბრიგადა, რომელიც დეტალურად აწარმოებს კვლევებს. მე დღეს მაქვს საბჭოში შეხვედრა და მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას დამატებითი ქმედებების შესახებ, თუ რა ღონისძიებებს განვახორციელებთ. რეგულაციები ამ მომენტისთვის ამოქმედდება სვანეთში. დანარჩენ რიცხვებს ჩვენ ჩავშლით“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 17 მესტიაში გამოვლინდა.

იტვირთბა....