aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო

თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ათი დაშავდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ისრაელში თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ათი დაშავდა. ორი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. “ბიბისის” ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ბეერ-შევაში პალესტინელი ებრაელებს თავს დაეხა.  შეიარაღებულმა მამაკაცმა ჯარისკაცი მოკლა, რის შემდეგაც მისი ავტომატით ავტოსადგურზე მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა. თავადამსხმელი პოლიციელებმა მოკლეს.
შეგახსენებთ, ვითარება ისრაელში სექტემბრის ბოლოს დაიძაბა, როცა პალესტინელებმა მუსლიმური სიწმინდის – ალ-აქსას მეჩეთის ტერიტორიიდან ებრაული სამხედრო ძალების გაყვანა მოითხოვეს.

ისრაელში განხორციელებული ძალადობრივი აქტების შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო რეგიონს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ეწვევა და ებრაელ და პალესტინელ დიპლომატებთან შეხვედრებს გამართავს.

იტვირთბა....