ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ამონაწერი ამოიღონ, არ მეშინია” – აქვს თუ არა ალიბი ბაჩანა ლობჟანიძეს, სად იყო იგი 18 ივლისს

“18-ში ვიყავი გლდანში, მე-5 მიკრო რაიონში. 19-შიც. 20-შიც და 21-შიც. ვეხმარებოდი დეიდაშვილს, რომელიც აბარებდა ეროვნულ გამოცდებს. ამას ადასტურებენ ჩემი დეიდაშვილები და დეიდები. ამონაწერი ამოიღონ, არ მეშინია.”

ბაჩანა ლობჟანიძე – გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი.

ამის შესახებ მან “მთავარის” ეთერში განაცხადა.

ბაჩალიაშვილის მე­გობ­რის, დეა კა­პა­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, თამარს არა ბა­ჩა­ნა ლობ­ჟა­ნი­ძე, არა­მედ სხვა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჰყავ­და. ამის შესახებ კა­პა­ნა­ძემ ჟურ­ნა­ლისტ ელი­სო კი­ლა­ძეს­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში თქვა.

ცნობისთვის, ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში გარდაცვლილის “შეყვარებულს” სახელით გამოჩნდა, აცხადებს, რომ  ახალგაზრდა პროგრამისტის გარდაცვალება მის სამსახურს უკავშირდება. მისი თქმით, კომპანია “ზეგ” მალავს რეალურ საქმიანობას. 

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

იტვირთბა....