“მე დეაზე ეჭვი მაქვს, რომ თამარის “ინსტაგრამზე” წვდომა აქვს. შესაძლებელია კომპიტერის კოდი სცოდნოდა. არ მჯერა, რომ პოლიციამ ეს კოდი გახსნა.”
ბაჩანა ლობჟანიძე – გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი.
ამის შესახებ მან “მთავარის” ეთერში განაცხადა.
ბაჩალიაშვილის მეგობრის, დეა კაპანაძის განცხადებით, თამარს არა ბაჩანა ლობჟანიძე, არამედ სხვა შეყვარებული ჰყავდა. ამის შესახებ კაპანაძემ ჟურნალისტ ელისო კილაძესთან ინტერვიუში თქვა.
ცნობისთვის, ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში გარდაცვლილის “შეყვარებულს” სახელით გამოჩნდა, აცხადებს, რომ ახალგაზრდა პროგრამისტის გარდაცვალება მის სამსახურს უკავშირდება. მისი თქმით, კომპანია “ზეგ” მალავს რეალურ საქმიანობას.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.