მთავარი ციტატა

“ავტომობილის ექსპერტიზა არ მოხდეს ჩემი თანდასწრების გარეშე!” – ახალი გარემოებები ბაჩალიაშვილის საქმეში

“მოწმეების ჩვენებებში გარკვეული უზუსტობები და შეუსაბამობებია. იმ კვირიდან დავიწყებთ დროების ჩანაწერების და გარკვეული ვიდეოსათვალთვალო ჩანაწერების შეჯამებას და ნახვას. ავტომობილის ექსპერტიზა, ლუქის ახსნა არ მოხდეს ჩემი თანდასწრების გარეშე”

მიხეილ რამიშვილი, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

TV პირველი

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი მანქანის ექსპერტიზაზე ადვოკატ მიხეილ რამიშვილის დასწრებას ითხოვს. ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განცხადებით, ექსპერტიზა დაზარალებულის მხარის გარეშე არ უნდა ჩატარდეს.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახსა და ოჯახის ადვოკატს გუშინ ექსპერტიზაზე მისვლის შემდეგ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონი გახსნილი დახვდათ. როგორც მათ განუმარტეს, მობილურის შესწავლა 24 ივლისს დაიწყო და ექსპერტიზა უკვე დასრულებულია, თუმცა ოჯახსა და ადვოკატს ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

იტვირთბა....