aviabiletebi
მთავარი ციტატა

“ახალქალაქის სურათი საქართველოში არსებული ვითარების გაგრძელებაა”

“ახალქალაქის სურათი არის გაგრძელება მთელი იმ ვითარების, რომელიც გვაქვს საქართველოში. როდესაც სახელმწიფოს მთლიანად ხელიდან აქვს გაქცეული კრიმინალის მართვა, კრიმინალები გრძნობენ, რომ თვითონ არიან ამ ქვეყნის მმართველი და ეს ვითარება შექმნა ბიძინა ივანიშვილმა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ირმა ნადირაშვილი, “ევროპული საქართველოს” წევრი

ამის შესახებ ირმა ნადირაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, გუშინ ახალქალაქის ცენტრში, ცენტრალური პარკის მიმდებარედ, სისხლიანი დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივი ახალგაზრდების დაპირისპირების შედეგად 27 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით, შსს-ს  ცნობით, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1983 წელს დაბადებული ა.გ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....