ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კორონავირუსის პირველი შემთხვევა მესტიაში – როგორია ეპიდვითარება სვანეთში

მესტიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. მესტია “მწვანე ზონა” აღარ არის –  გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირების შემთხვევა სოფელ ლენჯერში გამოვლინდა. ინფიცირებული ადგილობრივი, ასაკოვანი ქალია.

როგორც ადგილობრივი მცხოვრები “მეტრონომთან” საუბრისას აღნიშნავს, კორონავირუსი დაუდგინდა ინფიცირებულის მეზობელსაც, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერჯერობით  ოფიციალურად არ დასტურდება.

ქვეყნის მასშტაბით ამ დროისთვის 1 225 შემთხვევაა დადასტურებული. დღეს გამოჯანმრთელდა კიდევ 4  პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1000-ს შეადგენს.

იტვირთბა....