საქართველოში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.
საქართველოში კორონავირუსის 1 225 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 4 პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1000-ს შეადგენს.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7068 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 250.