თბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე ავარიისას დაშავებული 20 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ რეგიონულ ჰოსპიტალში აცხადებენ. როგორც კლინიკაში აღნიშნავენ, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება და დამატებითი კვლევები უტარდება.
თბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, „მერსედესის“ მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და სკვერში მყოფ გოგოს დაეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.