aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

თბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე გოგოს ავტომანქანა დაეჯახა

aviabiletebi
ავიაბილეთები

​თბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, „მერსედესის“ მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და სკვერში მყოფ გოგოს დაეჯახა.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა რეგიონულ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ადგილზე პოლიცია არის მობილიზებული.

იტვირთბა....