ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

რა ვითარებაში გადმოვარდა ჩვილი მე-14 სართულიდან – ახალი დეტალები

ფონიჭალაში უბედური შემთხვევა მოხდა, – მე-14 სართულიდან ერთ წლამდე ბავშვი გადმოვარდა. ოჯახის ახლობლების თქმით, იმ დროს როცა უბედური შემთხვევა მოხდა, მშობლები ღამენათევები იყვნენ და ეძინათ.

„მშობლები ღამენათევები იყვნენ და ეძინათ, მუშაობენ. მათ ნუ დავადანაშაულებთ, ყურადღება არ მოკლებია უბრალოდ ასე მოხდა, უბედური შემთხვევა იყო. ორ დღეში ხდებოდა ერთი წლის. წაყვანილი ჰყავთ ექსპერტიზაზე. ჯერ არაფერი არ ვიცით, ველოდებით, რომ დაგვირეკონ და მოიყვანონ ბავშვი“ – განაცხადა ოჯახის ახლობელმა „პალიტრასთან“.

შემთხვევის შედეგად ჩვილი ადგილზე გარდაიცვალა.

იტვირთბა....