მთავარი ციტატა

“ახლა ვნახავ, რა მდგომარეობაში იქნება მობილური ტელეფონი” – ექსპერტიზაზე დღეს ბაჩალიაშვილის მობილურს გახსნიან

“ახლა ვნახავ, რა მდგომარეობაში იქნება მობილური ტელეფონი. მობილური ტელეფონი დაილუქა ჩემ თვალწინ, რადგან ის იყო ავტომობილიდან ამოღებული, შესაბამისად, ლუქზე იყო ჩემი ხელმოწერა, რაც ლეპტოპზე არ ყოფილა. გარდა ადვოკატისა, ექსპერტიზას დაესწრებიან მამა და ძმა”

მიხეილ რამიშვილი, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

TV პირველი

შეგახსენებთ, დღეს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი მობილური ტელეფონის ექსპერტიზა დაიწყება.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

იტვირთბა....