aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის მამა აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილის აგენტი იყო

aviabiletebi
ავიაბილეთები

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის ზ.ხ-ს მამა შაქარაშვილის ბიძას, მირიან ნიკოლაძეს ემუქრება.

როგორც თამაზ ხომასურიძე აცხადებს, არასრულწლოვან ზ.ხ-ს გიორგი შაქარაშვილი სახეზეც არ ჰყავდა ნანახი და ის უდანაშაულოა.

“მინდა შევხვდე მის ოჯახს, მივუსამძიმრო ეს უდიდესი ტრაგედია და დაველაპარაკო. დიდი სალაპარაკო მაქვს მათთან, ყველაფერი ვიცი მირიან ნიკოლაძეზე და ვთხოვ ოჯახს, მირიანი ამ საქმეს ჩამოაშორონ. მირიანმა ამ საქმეში დიდი ფული აიღო, აგარაკს ყიდულობს ახლა და ყველა მნიშვნელოვან გარემოებაზე თვალს ხუჭავს. ორი დღის წინ, ნარკობარონი გამოვიდა ციხიდან, რომელსაც ნიკოლაძე იცავდა. ეს ბიჭები მკვლელები არიან და კოკაინის ბარიგა არ არის მკვლელი?!

სპეცრაზმში როცა ვმუშაობდი და ტყეში გვქონა დავალებები, გველი თუ შეგვხვდებოდა თავს ვუჩეჩქვავდი და ვმარხავდი. ასე ვუზამ მირიანსაც, სხვას ღმერთი მოიყვანს სისრულეში.

არ დაგიმალავთ და გეტყვით, მე ღრმა დაშიფვრის ოფიცერი ვიყავი საიდუმლო სამსახურში. ჩანერგვა რა არის ხომ ხვდებით? ვანო მერაბიშვილთან ვმუშაობდი, მე გავხსენი მუხროვანის ამბოხი. ნდობაში შევედი გია ღვალაძესთან და კიდევ ოთხ პირთან, შემოვიტყუე ჩემთან სახლში და ისე ავიყვანეთ, ერთი ტყვია არ გავარდნილა ჩემს სახლში. მერე კანტუზია დამემართა, ვეღარ ვმუშაობდი და პენსიაში გავედი, მაგრამ პროფესიონალი პროფესიონალად რჩება. მყავს ძმაკაცი საიდუმლო სამსახურში… საბურთალოს სასტავს შეხვდა ის, დალიეს, ილაპარაკეს ბიჭებმა და უთხრეს, როცა გიორგი შაქარაშვილი და გური ამირხანაშვილი გაიქცნენ, გიორგი წყალში გადავარდა, ამის გამო ამირხანაშვილს შეეშინდა და იმიტომ ამოვიდა გზაზეო.

ჩემმა შვილმაც მითხრა, როცა მცხეთიდან მოვდიოდით, ამირხანაშვილი ამბობდა, ნეტა არ გავქცეულიყავითო”, – აცხადებს  შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანი ზ.ხ-ს მამა.

იტვირთბა....