ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“საიტზე, რომელსაც ,,ზეგ” უწევდა უზრუნველყოფას, ატვირთულია საქართველოში გადაღებული პორნოგრაფიაც” – ეკისრება თუ არა კომპანიას პასუხისმგებლობა

ჟურნალისტი ვახო სანაია აცხადებს, რომ იმ საიტზე, რომელსაც კომპანია „ზეგ“ დეველოპერულ მხარდაჭერას უკეთებს, პორნოგრაფიულ ვიდეოებში ქართულ ენაზე საუბარი ისმის. ამის შესახებ სანაია სოციალურ ქსელში წერს. ჟურნალისტი ინტერესდება არის თუ არა ქვეყნაში დასჯადი პორნოგრაფიული ვიდეო-მასალის დამზადება.

„იურისტები ვინც ხართ, გამარკვიეთ ერთ საკითხში. ვარკვევ და მგონი ცოტა ბუნდოვანია კანონმდებლობა. რამდენიმე შეკითხვას ჩამოვწერ და განვიხილოთ. საქართველოში პორნოგრაფიული პროდუქციის დამზადება არის თუ არა დასჯადი ? მაგალითად, გადავიღე პორნოგრაფიული ვიდეო, მერე ეს ვიდეო ვინმეს მივყიდე და აიტვირთა უცხოურ საიტზე. არის თუ არა ეს დანაშაული? საიტზე, რომელსაც კომპანია ,,ზეგ” უწევდა უზრუნველყოფას, სხვა მასალებთან ერთად ატვირთულია საქართველოში გადაღებული პორნოგრაფიაც. ისმის ქართული საუბრები და მონაწილეები არიან სავარაუდოდ საქართველოს მოქალაქეები. თავად ვიყავი შესული ამ საიტზე და დავათვალიერე ყველაფერი.

ასეთ შემთხვევაში, კანონმდებლობით, ეკისრება თუ არა კომპანია ,,ზეგს” რაიმე პასუხისმგებლობა. გასაგებია, რასაც ამბობს ეს კომპანია, რომ მხოლოდ პროგრამულ უზრუნველყოფას უწევდა, მაგრამ შეუძლებელია, ამ კომპანიის თანამშრომლები არ დაინტერესებულიყვნენ, ვის უწევენ უზრუნველყოფას და ამ გვერდზე შესულები არ იყვნენ, არ იცნობდნენ შინაარსს. თუ საიტზე შესული ხარ, აუცილებლად ძალიან მარტივად ნახავ საქართველოში დამზადებულ პორნოგრაფიულ მასალას. მაინტერესებს, ასეთ შემთხვევაში რა სახით ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა. თუ დანაშაულია აქ პორნოგრაფიის შექმნა და შენ ამას ხედავ უცხოურ საიტზე, გეკისრება თუ არა რაიმე ვალდებულება?

მაგალითად, შეატყობინო შესაბამის სტრუქტურებს ? უცხოურმა საიტმა რატომ შეარჩია პროგრამული უზრუნველყოფისთვის კომპანია საქართველოში? მოკლედ, რადგან მეჩვენება, რომ კანონმდებლობა არ არის მთლად მკაფიო, მაინტერესებს მოსაზრებები, მათ შორის იურისტების. ამ ეტაპზე ეს შეკითხვები მაქვს. აქვე განმარტების სახით: კომპანია ,,ზეგი: ეკუთვნის ამერიკაში მცხოვრებ აბრაამ რეირბახს. რეირბახსვე ეკუთვნის კომპანია ,,ტროპიკალ ემბისი”. ჩემ მიერ ნახსენები პორნოსაიტი (რომლის მისამართს აქ არ ვწერ) წარმოადგენს ,,ტროპიკალ ემბისის“ – წერს სანაია.

ცნობისათვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ბურუსით მოცული გარდაცვალების ვერსიებსა და მისი დამსაქმებელი კომანიის საქმიანობის შესახებ “მეტრონომი” უკვე წერდა. როგორც გაირკვა, კომპანიას, სადაც გარდაცვლილი მუშაობდა, შეხება ჰქონდა პორნოგრაფიული კონტენტის შექმნასთან. გამოცემამ გამოძიებას თავიდანვე მიმართა, რომ აღნიშნული ინფორმაციით დაინტერესებულიყო.

შეგახსენებთ, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, 23 წლის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მან­ქა­ნა­ში აღ­მო­ჩე­ნილ მცი­რე ზო­მის ფურ­ცელ­ზე არ­სე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რი: „ანა­ბარ­ზე თან­ხაა, გა­მო­ი­ყე­ნეთ“, თა­ვად თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მიერ არის შეს­რუ­ლე­ბუ­ლი.

თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 18 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. ახალ­გაზ­რდა პროგ­რა­მის­ტი სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რებ­მა ბო­ლოს თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ონ­ში და­ა­ფიქ­სი­რეს. ის 5-დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ თეთ­რი­წყა­როს ტყეს­თან, სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის მუხ­ლით და­ი­წყო, შემ­დეგ კი ბრალ­დე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლი და­ე­მა­ტა.

 

 

იტვირთბა....