“თამარს არასოდეს უხსენებია, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ან თავის მოკვლას აპირებდა.არც მისი სამსახური იყო რამე განსაკუთრებული კიბერ სპეციფიკის და არ ვიცი რაში შეეძლო შეეღწია. ერთხელ ვარ მის სამსახურში ნამყოფი, მანქანის გასაღები აიღო და წამოვედით მალევე. თამარი ბოლოს ვნახე 10 რიცხვში, ხოლო ბოლოს მინაწერი მაქვს 12 ში. საბაკალავრო ნაშრომის დაცვა ჰქონდა 20-ში და იყო ძალიან დატვირთული, ამიტომ არ მინდოდა ზედმეტად შემეწუხებინა. ამიტომ ისე დაემთხვა, რომ ბოლო დღეებში აღარ შევხმიანებივარ. თამარს არ ეტყობოდა, რომ უბედური იყო, მაგრამ ჩვენ რეალურად არ ვიცით რა ხდება ადამიანის შინაგან სამყაროში.”
დეა კაპანაძე – გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მეგობრი
ამის შესახებ დეა კაპანაძემ ჟურნალისტ ელისო კილაძესთან ინტერვიუში განაცხადა.
კაპანაძის თქმით, მან იცოდა, რომ თამარი ფსიქოლოგთან დადიოდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თვითმკვლელობას ფიქრობდა.