“ვიცოდი, რომ ფსიქოლოგთან დადიოდა. ჩემთან ისიც აქვს ნათქვამი, რომ როცა რაღაცას განიცდიდა ფსიქოლოგი ახერხებდა მის დარწმუნებას, რომ არ ღირდა ამაზე ნერვიულობა. ფსიქოლოგთან სიარული არ ნიშნავს, რომ ადამიანი თავის მოკვლას აპირებდა. თამარს არასოდეს უხსენებია, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ან თავის მოკვლას აპირებდა.”
დეა კაპანაძე – გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მეგობრი
ამის შესახებ დეა კაპანაძემ ჟურნალისტ ელისო კილაძესთან ინტერვიუში განაცხადა.
კაპანაძის თქმით, , ბაჩალიაშვილს არა ბაჩანა ლობჟანიძე, არამედ სხვა შეყვარებული ჰყავდა, რომელსაც 2018 წელს დაშორდა.