“თამუნას ერთი შეყვარებული ჰყავდა, რომელიც ვიცი ვინცაა, გამაცნო და ახლაც მაქვს იმ ადამიანთან კონტაქტი. ეს არაა ბაჩანა ლობჟანიძე. ბაჩანამ 22-ში როცა მომწერა, გაკვირვებული ვიყავი, შენ ვინ ხარ, თამუნამ შენზე რატომ არაფერი მითხრა-მეთქი. ვინც იყო თამუნას შეყვარებული, არ ვიცი წარმოშობით საიდანაა, მაგრამ თბილისში ცხოვრობს. ეს პირი თამუნამ 2015 წელს გაიცნო და 2018-ში დაშორდნენ.”
დეა კაპანაძე – გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მეგობრი
ამის შესახებ დეა კაპანაძემ ჟურნალისტ ელისო კილაძესთან ინტერვიუში განაცხადა.
კაპანაძის თქმით, მან იცოდა, რომ თამარი ფსიქოლოგთან დადიოდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თვითმკვლელობას ფიქრობდა.