მთავარი ციტატა

“ შსს-ზე თქვენ ახორციელებთ ზედამხედველობას და რას ემსახურება, როცა ის ასეთ განცხადებებს აქვეყნებს?” – რამიშვილი შოთაძეს

“შოთაძის პოზიცია იყო ძალიან მარტივი, რომ ძალიან მიუღებელი იყო და არ იყო მოსაწონი ამ ფორმით ამ ყველაფრის საჯაროდ გაკეთება და განცხადება. მე მოვუწოდე, რომ მოენახათ ფორმა და ეს განცხადება საერთოდ ამოეღოთ, თუმცა შეუძლებელი კი იყო თავიანთი გვერდიდან განცხადების ამოღება, მაგრამ მე მაინც მოვუწოდე, რომ აღარ გავრცელებულიყო ამდაგვარი ფორმით რაღაცნაირი განცხადების გაკეთება.ახლა კიდევ ერთხელ მივმართავ ირაკლი შოთაძეს და ვეკითხები, ეს რაღას ნიშნავს ბატონო ირაკლი? ვსაუბრობთ, კითხევებზე პასუხებს ველით და შსს, რომელზეც თქვენ ზედამხედველობას ახორციელებთ, ასეთ განცხადებებს რომ აქვეყნებს, ეს რას ემსახურება.”

მიხეილ რამიშვილი – ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

ამის შესახებ რამიშვილმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა. მან მიმართა გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძეს, რომელსაც ის და ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები დღეს შეხვდნენ.

იტვირთბა....