ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ტაბულას” დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი დააკავეს.

ტელეკომბანია “ტაბულას” დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი გაზპრომის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებულ აქციაზე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჩერგოლეიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის საფუძველზეა დაკავებული, რაც თვითმმართველი ორგანოს იერსახის დამახინჯებას გულისხმობს. ჩერგოლეიშვილი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. ჩერგოლეიშვილის დაკავება თბილისში, ოპერასთან ”გაზპრომის” წინააღმდეგ გამართულ აქციაზე მოხდა.

დღეს ორგანიზაციამ ქართველი სტუდენტები თავისუფლებისთვის  “გაზპრომთან” მოლაპარაკებების წინააღმდეგ აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ “გაზპრომთან” მოლაპარაკება საფრთხის შემცველია.

იტვირთბა....