“გახარიამ – ღრმა ეკონომიკურ კრიზისში შევდივართ და თუ ასე გაგრძელდა, მომავალი წლის დასაწყისში კიდევ ერთი სოციალური პაკეტის გამოცხადება მოგვიწევსო. ყველა მაგას მოგძახივართ სამი თვეა, მაგრამ გადასახადების შემცირება თქვენ არ გინდათ, საპენსიო შენატანების დაბრუნება თქვენ არ გინდათ, ქვეყნის გახსნა და საჰაერო რეისების აღდგენა არ გინდათ, რეფორმები და სასამართლოზე წნეხის მოხსნა თქვენ არ გინდათ. ყველა უწყება კორუფციაში იხრჩობა და კანში ვეღარ ეტევით ისე გაძეხით. ხალხს კი გროშებს უყრით მაგ სოც. პაკეტებით. მე კი ვიცი რაც გინდათ და მიიღებთ კიდეც.”
ირაკლი ოქრუაშვილი – “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი
სოციალური ქსელი
აღნიშნული განცხადებით ოქრუაშვილი, პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რის მიხედვითაც, სწავლის დაწყებამდე, 17 წლამდე მოქალაქეები 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ.
ასევე გახარიას განაცხადებით, მთავრობა მოქალაქეებს კომუნალურ გადასახადებს ზამთრის 4 თვის განმავლობაში აუნაზღაურებს.