ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

როდის მიიღებენ 17 წლამდე მოქალაქეები 200-ლარიან დახმარებას – პრემიერის განმარტება

საქართველოს ყველა მოქალაქე, 17 წლამდე ბავშვი სახელმწიფოს მხრიდან მიიღებს 200 ლარის დახმარებას ერთჯერადად – ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, დახმარება განხორციელდება კრიზისში ბავშების სოციალური მხარდაჭერის ფარგლებში.

“ეკონომიკურ კრიზისში ჩვენი მოქალაქეები, 17 წლამდე ბავშვები სახელმწიფოს მხრიდან 200 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებენ და ეს იქნება ბავშვების ერთ – ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური დახმარება კრიზისში. საქართველოს ყველა მოქალაქე, 17 წლამდე ბავშვი სახელმწიფოს მხრიდან მიიღებს 200 ლარის დახმარებას ერთჯერადად და ეს დახმარება განხორციელდება კრიზისში ჩვენი ბავშების სოციალური მხარდაჭერის ფარგლებში”, – აცხადებს გახარია.

ასევე, მთავრობის სხდომაზე გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობა მოქალაქეებს კომუნალურ გადასახადებს ზამთრის 4 თვის განმავლობაში აუნაზღაურებს.

იტვირთბა....