aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ამ სოციალური პაკეტის შედეგად, ადამიანი უფრო გაღარიბდება…” – ხუხაშვილი

“სოციალური პაკეტის კრიტიკის მორალური უფლება არავის აქვს, რადგან გაჭირვებული ადამიანის დახმარება ყოველთვის მისასალმებელია, თუნდაც ეს პოლიტიკური მოტივებით იყოს ნაკარნახევი.  პრობლემა სხვა რამეშია – ამ თანხების ბაზარზე გამოსვლა, იმ ფონზე, როდესაც ეს არა თუ ეკონომიკური ზრდით არის გამაგრებული, არამედ პირიქით სერიოზული ვარდნა გვაქვს, ბიძგს მისცემს ინფლაციური პროცესის კიდევ უფრო გააქტიურებას. შედეგი – საშუალო ვადიან პერიოდში იგივე ადამიანის კიდევ უფრო გაღარიბება. თუმცა, მთავარია არჩევნები გადავაგოროთ და მერე ან ვირი მოკვდება, ან ვირის პატრონი.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

გია ხუხაშვილი – ექსპერტი

აღნიშნული განცხადებით ხუხაშვილი, პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რის მიხედვითაც, სწავლის დაწყებამდე, 17 წლამდე მოქალაქეები 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ.

ასევე გახარიას განაცხადებით, მთავრობა მოქალაქეებს კომუნალურ გადასახადებს ზამთრის 4 თვის განმავლობაში აუნაზღაურებს.

იტვირთბა....