ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ბავშვმა მიიღო ეს წამალი და ამის გამო იაშვილის კლინიკაში იწვა… ერთი აბიც კი მისთვის მომწამვლელი აღმოჩნდა” – ბაჩალიაშვილის დედა

“ბავშვმა მიიღო ეს წამალი და ამის გამო იაშვილის კლინიკაში იწვა და გამოვიდა მდგომარეობიდან. ერთი აბიც კი მისთვის მომწამვლელი აღმოჩნდა, იმიტომ რომ დიდი დოზა იყო მიღებული. ამას იმიტომ ამბობენ, რომ ჩემი შვილის დისკრედიტაცია უნდათ. ჩემს შვილს ვინც იცნობს, ყველამ იცის, რომ უაღრესად ნიჭიერი, პატიოსანი და სამართლიანი ადამიანი იყო. რასაც შეეწირა კიდეც”,

თეონა თამაზაშვილი – თამარ ბაჩალიაშვილის დედა.

ამის შესახებ  “პოლიტიკის ფორმულაში” განაცხადა. 

23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის შესახებ ახალი დეტალი გახდა ცნობილი. კერძოდ, “TV იმედმა” გაავრცელა დოკუმენტი, სადაც აღწერილია გარდაცვლილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 15 წლის ასაკში.

იტვირთბა....