მთავარი სპორტი

მამუკა გიორგაძე საუკეთესოთა შორის პირველ ადგილზეა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანი მამუკა გორგოძე მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო ხუთეულში პირველ ადგილზეა.

როგორც ერთ-ერთი ჩრდილო-ამერიკული გამოცემა წერს, ყველაფერი ზელანდია-საქართველოს მატჩის მერე დაიწყო, როცა ქართველი გულივერი საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ბორჯღალოსანთა კაპიტანი, შეუპოვარი ბრძოლის შემდეგ, მთელ მსოფლიოს ზუსტად ამ მატჩის შემდეგ დაამახსოვრდა. “ის ძალიან თავმდაბალი და მებრძოლია. მონპელიეში მას გორგოძილას ეძახიან” – აღნიშნულია გამოცემაში.

გორგოძის გარდა ხუთეულში შევიდნენ ავსტრალიელი ბერნანრდ ფოლი, კანადელი ვან დერ მერვი, უელსელი დენ ბიგარი და იაპონელი მაიკლ ლიტჩი.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება დაიბევა.

იტვირთბა....