ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ბეირუთის ტრაგედიათან საქართველოს კავშირი უსაფუძვლოა” – ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ბეირუთში მომხდარი ტრაგედიის და 7 წლის წინ საქართველოში დატვირთული გემის ერთმანეთთან დაკავშირებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს უსაფუძვლოა.

მისი თქმით, ამ შემთხვევაში ექსპორტიორი ქვეყანა ვერ აგებს პასუხს.

“ამონიუმის გვარჯილა არის აზოტოვანი სასუქი, რომელსაც წლებია უკვე საქართველოც აწარმოებს და ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია, რომელიც გამოიყენება სოფლის მეურნეობაში, მაგრამ რა თქმა უნდა, თუ კი მისი მოხმარების და შენახვის ტექნოლოგია დაცული არაა, შეიძლება სავალალო შედეგები მივიღოთ. საუბარია, რომ 2013 წელს მოხდა ამ გემის დატვირთვა ამ პროდუქციით ერთ-ერთ ჩვენს პორტში ყველა ნორმის დაცვით. ეს იყო 7 წლის წინ და ამ პერიოდის განმავლობაში ვინ შეიძინა, რა ტექნიკური გაუმართაობა ჰქონდა გემს, რა პირობებში იყო ეს საქონელი შენახული და ასე შემდეგ, ამაზე ექსპორტიორი ქვეყანა ვერ აგებს პასუხს. მცდელობა, რომ ეს სავალალო ფაქტი, რის გამოც ჩვენ მწუხარებას გამოვთქვამთ და 7 წლის წინ ჩვენთან დატვირთული გემი დავაკავშიროთ ერთმანეთთან, არის უსაფუძვლო”, – აცხადებს თურნავა.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება, რუსთავის “აზოტის” დირექტორმა, ლევან ბურდილაძემაც გააკეთა.

იტვირთბა....