ახალი ამბები მთავარი

(ფოტო) “თამუნას დაკრძალვის დროს ბაჩანა ლობჟანიძე ბიძაშვილებში ქეიფობდა” – ელისო კილაძე

ჟურნალისტი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს: ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც აცხადებს, რომ დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო, დაკრძალვის დღეს ბიძაშვილებთან ერთად ქეიფობდა.

“თამუნას დაკრძალვის დროს ჯერ არ იყო “დანიშნული” შეყვარებულის როლზე ბაჩანა. ბიძაშვილებში ქეიფობდა”, – აცხადებს კილაძე.

დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი ბაჩანა ლობჟანიძეს არ ენდობა და არ სჯერა, რომ ის მისი შვილის შეყვარებული იყო.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.

გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.

მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.

იტვირთბა....