ახალი ამბები მთავარი ციტატა

“გუშინ წავიკითხე ბატონი გოგის განცხადება და ძალიან მადლიერი ვარ მისი ამ განცხადებისთვის” – ნინო ქადაგიძე

“გუშინ წავიკითხე ბატონი გოგის განცხადება და ძალიან მადლიერი ვარ მისი ამ განცხადებისთვის, ცოტა დავმშვიდდი… ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ ბუსა სასჯელს იმსახურებს, თუმცა ადეკვატური უნდა იყოს. ბუსას პირადი ნივთები გადმომცეს დღეს. ჩემი შვილიც ადამიანია და მასაც აქვს თავისი რაღაცები. დიდი იმედი მაქვს, რომ განზრახ მკვლელობის მუხლი გადაკვალიფიცირდება.”

ნინო ქადაგიძე – ზურაბ ჟვანიას მეუღლე და ბუსა ჟვანიას დედა

შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენა გოგი თოფაძემ განაცხადა, რომ ნინო ქადაგიძესთან შეხვედრას აპირებს.

ცნობისთვის, ნინო ჟვანია თოფაძის ოჯახს ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ მისთვის მთავარია, რომ ლევან თოფურია გადარჩა.

2 აგვისტოს, ვაკეში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია.

არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი მთაწმინდის ტერიტორიაზე, ფესტივალ “მზესუმზირაზე“ დაიწყო.

იტვირთბა....