ახალი ამბები მთავარი სამართალი

“მინდა ოჯახს ბოდიში მოვუხადო და ვუთხრა, რომ ჩემთვისაც ეს იგივე ტკივილია. ვისურვებდი, რომ მე დამმართნოდა” – ნინო ჟვანია

პასუხისმგებლობას არ გავურბივართ, მიმდინარეობს გამოძიება – ამის შესახებ, ბუსა ჯვანიას დედამ, ნინო ჟვანიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ნინო ჟვანია თოფაძის ოჯახს ბოდიშს უხდის, როგორც ჟვანია აცხადებს, მისთვის მთავარია, რომ ლევან თოფურია გადარჩა.

“ჩემთვის მთავარი რაც იყო, არის რომ ბავშვი გადარჩა, ღმერთს ვევედრები, რომ მალე ფეხზე დადგეს. მინდა ოჯახს ბოდიში მოვუხადო და ვუთხრა, რომ ჩემთვისაც ეს იგივე ტკივილია, როგორც მათთვის და ვისურვებდი, რომ მე დამმართნოდა ეს.

პასუხისმგებლობას ჩვენ რა თქმა უნდა არ გავურბივართ, იცით რომ მიმდინარეობს გამოძიება. ახლა გამოვიხედეთ თვალში, ემოციურად ძალიან მძიმედ ვიყავით. მე იმედი მაქვს, რომ ობიეტური იქნება გამოძიება, თუმცა როცა დაუმძიმდა ბრალი, ეს იყო ძალიან მძიმე ჩემთვის”, – აცხადებს ნინო ჟვანია.

შეგახსენებთ, რომ 2 აგვისტოს, ვაკეში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია.

არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი მთაწმინდის ტერიტორიაზე, ფესტივალ “მზესუმზირაზე“ დაიწყო.

იტვირთბა....