ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“მემუქრებოდა შენ საკითხს გადავცემო… ბაჩანას ჩემი სხვა დაქალი მოსწონდა შარშან” – ბაჩალიაშვილის მეგობარი

“ახლახანს მომწერა თამუნას ამბავზე და მითხრა ერთმანეთი გვიყვარდაო და მემუქრებოდა შენ საკითხს გადავცემო, საეჭვო ხარო და დაგიბარებენო. ამათ ურთიერთობის შესახებ საერთოდ არაფერი ვიცოდი. ვიცოდი, რომ ბაჩანას ჩემი სხვა დაქალი მოსწონდა შარშან. მე და თამუნა ერთადერთხელ ვიყავით დასასვენებლად სამი წლის წინ გუდაურში, ჩემს ძმასთან და დედასთან ერთად.”

მარიამ ვარდიაშვილი – თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი.

ამის შესახებ მან  report.ge-ს განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.

გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.

მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.

იტვირთბა....