ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“წესიერად მიცხოვრია და წესიერად ვცხოვრობ” – თაღლითობაში ბრალდებული ექიმი პირველ კომენტარს აკეთებს

თაღლითობაში ბრალდებული ერთ-ერთი ექიმი, რომელიც ახალგაზრდა გოგონას ოპერაციაში მონაწილეობდა, რა დროსაც პაციენტი კომაში ჩავარდა, მაგდა ხოჭოლავაა.

არსებული ინფორმაციით, მაგდა ხოჭოლავა საქართველოში აღარ იმყოფება.

უკანონო საქმიანობაში ბრალდებული ექიმი „რუსთავი 2-თან“ პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ინფორმაციას არ ფლობს და ყოველთვის პატიოსნად ცხოვრობდა.

„მე ჯერ არაფერი არ ვიცი, შევიტყობ ჩემი ძმისგან, ყოველთვის წესიერად მიცხოვრია მე და ახალაც წესიერად ვცხოვრობ“, – ამბობს მაგდა ხოჭოლავა

პაციენტი, რომელსაც „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ ქირურგიული ოპერაცია ულიცენზიო ექიმებმა ჩაუტარეს, უკვე 20 თვეა კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

იტვირთბა....