პაციენტი, რომელსაც „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ ქირურგიული ოპერაცია ულიცენზიო ექიმებმა ჩაუტარეს, უკვე 20 თვეა კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. ამის შესახებ ადვოკატმა “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა.
ადვოკატის თქმით, მას აქვს პაციენტი, რომელსაც „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში.
“25 წლის გოგო ექიმების გულგრილობით, დაუდევრობითა და თაღლითობით, 20 თვეა კომატოზურ მდგომარეობაშია. ელემენტარული უსისხლო ოპერაცია ჩაუტარდა, ანესთეზიოლოგმა ანესთეზია არასწორად გაუკეთა. შედეგად, მას ჟანგბადი 13-15 წუთის განმავლობაში არ მიეწოდებოდა, ბავშვი გაითიშა და დღემდე იმყოფება კომატოზურ მდგომარეობაში,”- გამაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, “თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს” დირექტორი გ.ლ. და ამავე კლინიკის ექიმი ვ.ყ. დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მ.ხ.-ს მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ პაციენტს ოპერაცია იტალიიდან მოწვეული ექიმების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე პირებმა გაუკეთეს.