ახალი ამბები მთავარი

“კორონავირუსის პანდემია გენდერულ თანასწორობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს“ – ომბუდსმენი

ახალი კორონა ვირუსით გამოწვეული პანდემია ნეგატიურ გავლენას ახდენს გენდერულ თანასწორობაზე. საერთაშორისო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მომატებულია გენდერული ნიშნით ძალადობის რისკები, გართულდა მისაწვდომობა ქალთა ჯანმრთელობის სერვისებზე, შემოსავლებზე და საარსებო წყაროზე, განათლებაზე, სუფთა წყალსა და საკვებზე, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„პანდემია აძლიერებს და აღრმავებს არსებულ უთანასწორობას. ეს უთანასწორობები, თავის მხრივ განსაზღვრავენ, თუ ვინ ან რამდენად დაზარალდება და როგორი იქნება ზიანის აღმოფხვრისაკენ მიმართული ძალისხმევა. COVID-19-ით გამოწვეულმა პანდემიამ და მისმა სოციალურმა და ეკონომიკურმა გავლენებმა შექმნეს უპრეცედენტო გლობალური კრიზისი, რაც მოითხოვს შესაბამის რეაგირებას, მისი სირთულიდან და მასშტაბებიდან გამომდინარე“ – აღნიშნულია განცხადებაში.

იტვირთბა....