გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები ხვალ შინაგან საქმეთა სამინისტროში 11:00 საათზე მივლენ. გარდაცვლილის დედის, თეონა თამაზაშვილის განცხადებით, საქმეში FBI-ს ჩართვა ოჯახს სიმართლის დადგენაში დაეხმარება. ამის შესახებ თამაზაშვილმა ,,ინტერპრესნიუსს” განუცხადა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროში შესახვედრად ხვალ,11:00 საათზე მივდივართ. სავარაუდოდ, იმ 5 გამომძიებელთან, რომლებიც უწყებამ გამოყო. ასე ვფიქრობ, სიმართლის დასადგენად ერთი აგური დაიდო. FBI-ს ვენდობი, რასაც დაადგენენ, ყველაფერზე თანახმა ვიქნები“, – განაცხადა თამაზაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ამერიკის საგამოძიებო ბიუროსთან თანამშრომლობის შესახებ მზადყოფნას გამოთქვამს.