მთავარი ციტატა

“ათას რამეს დააბრალებენ, როგორც ჩემს შვილს დააბრალეს”- მაჩალიკაშვილი ბაჩალიაშვილის საქმეზე

“სოლიდარობას ვუცხადებ ოჯახს და როგორც ჩემ საქმესთან დაკავშირებით, ისევე ამ ადამიანების გვერდით ვიქნები.  ყველაფერს გავაკეთებ, რომ იმ ბავშვის მკვლელები იყვნენ დასჯილები. რაც არ უნდა ილაპარაკონ, ზუსტად ვიცი, ეს არის პირდაპირ ამ ხელისუფლების ხერხემლის – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დანაშაული, სახელმწიფოს დანაშაული. აქ სხვა ორი აზრი არ არის. თვითმკვლელობა, ნარკოტიკები – ათას რამეს დააბრალებენ როგორც მე დამაბრალეს, როგორც ჩემ შვილს დააბრალეს.”

 მალხაზ მაჩაიკაშვილი – პანკისის სპეცოპერაციის შედეგად მოკლული  თემირლან მაჩალიკაშვილის მამა

ამის შესახებ მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებთან თამარ ბაჩალიაშვილის საქმესტან დაკავშირებით განაცხადა.

მაჩალიკაშვილის თქმითვე, “ველაფერზე მიდიან, ოღონდ ხელისუფლება შეინარჩუნონ. სხვისი შვილების ბედი სულ ფეხებზე ჰკიდიათ.”

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა დღეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან აქცია გამართეს. მათგამოძიებაში ამერიკის ფედერალური ბიუროს ჩართვას მოითხოვეს.

იტვირთბა....