ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

დღეს ირაკლი კობახიძე ბიზნეს სექტორს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს ბიზნესმენებს შეხვდება. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში, 17:00 საათზეა ჩანიშნული და მას მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრებიან.
ამის შესახებს ინფორმაციას Bm.ge ავრცელებს, ბიზნესგამოცემის თქმით, ინფორმაცია პრემიერის აპარატმა დაადასტურა.

“რაც პრემიერია, ასეთი ფორმატის შეხვედრა ბიზნესთან არ ყოფილა და ახლა დაიგეგმა”, – ამბობემ პრესსამსახურში.
შეხვედრა მედიისთვის დახურულია.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მათი ინფორმაციით დღეს კანცელარიაში დაბარებული ჰყავთ ბიზნესმენები, რომლებსაც შეხვედრაზე რუსული კანონის მხარდაჭერას აიძულებენ.

იტვირთბა....