ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უჩა აბაშიძის მეგობრის სახლიდან ნივთმტკიცებად კლავიშიანი საკრავი ამოიღეს

სინთეზატორი მტკიცებულებად – უჩა აბაშიძის მეგობრის სახლიდან ამოღებული ნივთმტკიცებაა. ამის ამსახველ მასალას ერთ-ერთი მოქალაქე სოციალურ ქსელში ავრცელებს. ჩანს, რომ სამართალდამცავებს სინთეზატორი დალუქულ მდგომარეობაში გააქვთ ბინიდან.

აბაშიძის სახლში ჩხრეკის პარალელურად, მის მეგობრის საცხოვრებელ ბინაშიც სამართალდამცავები იმყოფებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ უჩა აბაშიძის სახლში გუშინ პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა, საიდანაც გარკვეული ნივთები გაიტანა. თავად აბაშიძე ამ დროისათის დაკავებულია. მას ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან.

უჩას სახლში ამოღებული იარაღებიდან ყველა, ორის გარდა, იყო აირსოფტის სათამაშო იარაღი – ამის შესახებ სამხედრო ექსპერტის და სოციალურ ქსელში წერს.

იტვირთბა....