მთავარი ციტატა

“თუ ხელისუფლების ნების გარეშე ხდება დანაშაულის დაფარვა, ანუ ქვედა დონეებზე, ეს უფრო დიდი უბედურებაა”- ხუხაშვილი შაქარაშვილის საქმეზე

“სარალიძის საქმემ აჩვენა, რომ სისტემა სჩადის დანაშაულს. შაქარაშვილის საქმეს ვერ შეადარებ გირგვლიანის საქმეს, რადგან დანაშაული სისტემას არ ჩაუდენია. მაგრამ მეორე ნაწილში დანაშაულის დაფარვა, აქ არის სერიოზული პრობლემა. სისტემა რაღაცნაირად დასუსტდა. ესაა სისტემური მანკიერება, რაც ამ ხელისუფლებამ წინასგან პრაქტიკულად მთლიანად გადმოიბარა. ეს ძალიან პრობლემური თემაა. თუ ხელისუფლების ნების გარეშე ხდება დანაშაულის დაფარვა, ანუ ქვედა დონეებზე დაიწყო ეს პროცესი და ხელისუფლება ვერ ახერხებს მის გახსნას, ეს უფრო დიდი უბედურებაა.”

გია ხუხაშვილი – ანალიტიკოსი

“დღის ამბები”

ანალიტიკოსის თქმით, არანაკლები პრობლემაა თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზეც, რადგან თუ დამტკიცდა, რომ გოგონა არის მოკლული, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა პროფესიულ, დაკვეთილ მკვლელობებზე გადავიდა. 

იტვირთბა....