“ქრონიკა პლიუსის” რედაქტორი ელისო კილაძე აცხადებს, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი მოკლულია. მისი თქმით, “ადმირალის” მეპატრონეები ცრუობენ, როდესაც ამბობენ, რომ ამ ტერიტორიაზე კამერები 4 წელია არ მუშაობს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
“ვინ არიან თევზსაშენ “ადმირალის” მეპატრონეები?
რატომ იტყუებიან რომ მათთან ოთხი წელია კამერები არ მუშაობს?!
ორი წლის წინ ზუსტად ვიცი,მუშაობდა !
დააშინეს თუ ქოცობენ?!
23 წლის გოგოა მოკლული !
#შეგრცხვეთ!” – წერს ელისო კილაძე.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე საკალმახე მეურნეობის ტერიტორიაზე განლაგებული კამერები 4 წელია არ მუშაობს. ამის შესახებ ნათქვამია მათ მიერ გავრცელებული განცხადებიაში. ეს სწორედ ის ტერიტორიაა, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახისა და მათი ადვოკატის ვარაუდით, გარდაცვლილს ქონდა შეხვედრა, რომელიც შესაძლოა, კავშირში იყო მის გარდაცვალებასთან.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.