ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ზუსტად ვიცი, რასაც ვაკეთებ სწორია… შეუძლებელია, რომ ან მე, ან ბოკერია ლანძღვა-გინებით და წყევლა-კრულვით დაგვაკომპლექსოთ” – ჩერგოლეიშვილი

“სანამ კამპანიაში აქტიურად შევალთ მინდა რომ ქოცებს და ნაცებს ვუთხრა: ხალხო, შეუძლებელია, გამორიცხეთ, რომ ან მე, ან ბოკერია ლანძღვა გინებით და წყევლა კრულვით დაგვაკომპლექსოთ. ნანახი გვაქვს ეგ კინო ბევრჯერ – ვერ შეგვეხება. მიშისტებო – 90 იანებში მიშას იცით რა სიტყვებით ლანძღავდნენ და რა დოზებით? ჩემ გარშემო სულ ორი ადამიანი თუ ხვდებოდა, რატომ ვმეგობრობდი ამ უცხოპლანეტელთან. ვერაფრით იგებდნენ რა მაინტერესებდა. მერე დაეწყო ეს ხალხი და დანარჩენ 96 პროცენტთან ერთად ხმა მისცა. ასე რომ დამშვიდდით -ზუსტად ვიცი, რომ რასაც ვაკეთებ სწორია, მართალია და ამ ქვეყნისთვის კარგია. შეუძლებელია შემაკავოთ და პირებს რაღაზე იმყრალებთ და დროს რატომ ფლანგავთ – გაუგებარია.”

ამის შესახებ თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალური ქსელში წერს.

ცნობისათვის, „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ფოთი-ხობი-სენაკის საარჩევნო ოლქში გიგა ბოკერია იქნება.

იტვირთბა....